ბიძინა ივანიშვილის ძმა და ორმაგი მოქალაქეები | BPN კომპანიებზე, რომლებსაც რუსეთში სპირტიანი სასმელები გააქვთ

გამოქვეყნდა:

წელს, საქართველოდან რუსეთში სპირტიანი და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 65%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 40.6 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 24.6 მლნ აშშ დოლარის - ამის შესახებ ინფორმაციას BPN ავრცელებს. 

გამოცემა ასახელებს 5 კომპანიას, რომელსაც რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია გააქვს:

  • სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - სააქციო საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, სადაც თამჯდომარე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმა დავით დუგლაძეა, თავმჯდომარის მოადგილე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ზაალ დუგლაძის მეუღლე, ეკატერინე დუგლაძე.
  • შპს Bolero & Company - წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.
  • შპს GVMT Group - ამ შემთხვევაში, კომპანიის წილს სრულად ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.
  • შპს ასკანელი ძმები - წილის 55%-ს გოჩა ჩხაიძე ფლობს 45%-ს კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი, რომელიც ასევე გოჩა ჩხაიძის საკუთრებაა.
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - კომპანიის 100%-ს ზურაბ ჩხაიძე ფლობს.

ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ არის მოწოდებული, უწყება კი, ჩამონათვალს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი