"საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კიბერთავდაცვის გაძლიერებაში ვეხმარებით" | ბორელი 

გამოქვეყნდა:

ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უხელმძღვანელებენ კიბერუსაფრთხოების გეგმის განხორციელებას. მათ აქვთ ინსტრუმენტები და ინიციატივები, რომლებსაც შეუძლიათ ცვლილებების მოტანა. 

"გავაძლიერებთ ჩვენს მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვის უნარიანობის დასახმარებლად. ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, მხარს ვუჭერთ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას და ვცდილობთ წინსვლას სხვებთან ერთად, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთთან, სადაც ზოგიერთი ქვეყანა,  მაგალითად, ალბანეთი - კიბერშეტევების მსხვერპლია"- ნათქვამია განცხადებაში. 

ევროპელმა პოლიტიკოსმა კიბერუსაფრთხოებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას თან ახლავს განმეორებითი კიბერშეტევები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი