მოვუწოდებ პარლამენტს, კენჭი უყაროს ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს - გიორგი სიორიძე

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი "ლელოდან" და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე პარლამენტს მოუწოდებს დაიცვას კონსტიტუცია, კენჭი უყაროს ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს. მისი თქმით, ცესკო-ს თამჯდომარეს და ორ წევრს ვადა 15 აგვისტოს გაუვიდათ. 

პრეზიდენტმა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა და კანონის შესაბამისად მონაწილეები ასარჩევად პარლამენტს გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანოს 14-დღიანი ვადა ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი კენჭისყრაზე არ გასულა.

"მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ ჩატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რაც საშუალებას მოგვცემს გამოვიდეთ გარკვეულწილად ამ კანონგარეშე ვითარებიდან და მიმდინარე პროცესი პოზიტიურად წარიმართოს, რაც ასევე შესაბამისად უნდა შეფასდეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ", - თქვა სიორიძემ. 

მისი თქმით, პარლამენტი კონკურსში მონაწილე კანდიდატების უფლებასაც არღვევს, რომლებიც თვეებია კენჭისყრას ელოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი