ოკუპანტები ბენზოხერხებით ჭრიან ხეებს, სავარაუდოდ, ტერიტორია მზადდება საგუშაგოს მშენებლობისთვის - ქაცარავა საკორინთლოდან

გამოქვეყნდა:

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში, ოკუპირებულ ნაწილში ოკუპანტები ხეებს ჭრიან და სავარაუდოდ ტერიტორიას საგუშაგოს მშენებლობისთვის ამზადებენ:

"ამ წუთებში ვიმყოფებით კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში.
ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულ ნაწილში ამ წუთებში რუსი ოკუპანტები აწარმოებენ სამუშაოებს. 
ბენზოხერხებით ჭრიან ხეებს და ბუჩქნარს, სავარაუდოდ ასუფთავებენ ტერიტორიას შემდგომი მოქმედებებისთვის, სავარაუდოდ, ტერიტორია მზადდება საგუშაგოს მშენებლობისთვის." წერს ქაცრავა ფეისბუქზ და ვიდეოსაც ავრცელებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი