
მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაშავებულია 1 ადამიანი.
დღეს, 11 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, რუსეთის არმიამ მიკოლაევის ორ საცხოვრებელ უბანს რაკეტა ესროლა. დაბომბვის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი შესასვლელი მთლიანად განადგურდა.
მომხდარზე გამოძიება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო.
ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა სხვა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სუპერმარკეტი, ელექტროგადამცემი ხაზები, საცალო ვაჭრობის ობიექტები და კერძო მანქანები.