ALDE იქნება თუ სხვა, მოსწონს თუ არ მოსწონს, არ უნდა ისაუბრონ ულტიმატუმის ენით - მიქანაძე ევროპარლამენტარებზე

გამოქვეყნდა:

"აბსოლუტურად ალოგიკური არის ევროკავშირის კანდიდატის წევრობის დაკავშირება კრიმინალის გათავისუფლებასთან" - ამბობს  "ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე ევროპარლამენტარების მოთხოვნაზე, გათავისუფლდეს ნიკა გვარამია უკანონო პატიმრობიდან.

მიქანაძის აზრით, ევროდეპუტატების განცხადებები ქვეყნისთვის დამაზიანებელი და არამეგობრულია.

"აბსოლუტურად ალოგიკური არის ევროკავშირის კანდიდატის წევრობის დაკავშირება კრიმინალის გათავისუფლებასთან. ეს არის მიუღებელი და წარმოუდგენელი და ეს არის კიდევ ერთი მცდელობა სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩარევის. " ალდე" იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, მოსწონს ეს თუ არ მოსწონს, მათ პატივი უნდა სცენ და არ უნდა ისაუბრონ ულტიმატუმის ენით მითუმეტეს, როდესაც საქართველოს ზუსტად ორიენტირებული არის იმ ღირებულებებზე რასაც ჰქვია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ნიკა გვარამიას თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენის მცდელობა ეს არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი და აბსოლუტურად არამეგობრული განწყობა მათი მხრიდან" - ამბობს გივი მიქანაძე

გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია ახლავე! საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია! საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას! - ევროპარლამენტარები წერილებს ირაკლი ღარიბაშვილს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნიან და მოუწოდებენ ყველას, შეუერთდნენ კამპანიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი