ძალიან ბევრჯერ ის გამოვიდა, როგორც საკუთარი ამომრჩევლის გადამგდები - მუმლაძე მელიაზე

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ ნდობის აღსადგენად საჭიროა პარტიას ისეთი ადამიანი ჩაუდგეს სათავეში, რომლის "სიტყვა იქნება ნამდვილად საქმე".

მან თქვა, რომ ნიკა მელია ბევრჯერ ამომრჩევლის "გადამგდები" გამოვიდა.

"რასაც ვეტყვი მხარდამჭერებს იმას გვაკეთებ და ამას ვეცდები და არა ისე, რომ ერთი ვუთხრა დღეს და მეორე გავაკეთო ხვალ, რაც ამ ხნის განმავლობაში ნიკა მელიასგან ბევრჯერ მოგვისმენია. დაპირება, გეგმებზე საუბარი, მაგრამ საბოლოო ჯამში ნულოვანი მოქმედება, რამაც მიგვიყვანა ამ შედეგამდე. პირველ რიგში დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია საკუთარ ამომრჩევლებში და მეორე მხრივ ალბათ აქვს პოლიტიკური უნარების ნაკლებობა. ამას ემატება, რომ ძალიან ბევრჯერ ის გამოვიდა როგორც საკუთარი ამომრჩევლის გადამგდები, ბევრჯერ გატეხა სიტყვა და ამის გამო მის მიმართ ნდობა არის შემცირებული", - თქვა მუმლაძემ. 

ცნობისთვის, ამ წუთებში პარტიის წევრები ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან, სადაც, სავარაუდოდ, იმსჯელებენ როდის და რა ფორმით ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი