კანდიდატები, თარიღი და ფორმატი - ეს არის სამი პრინციპული საკითხი "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ვინ იქნება ნიკა მელიას კონკურენტი, ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი - დღეს დასახელდა ორი ახალი სავარაუდო კანდიდატი - გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე, რომლებიც მზად არიან პარტიის თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლაში ჩაერთონ. მათ შესაძლოა ლევან ხაბეიშვილიც დაემატოს.
რაც შეეხება თარიღს და ფორმატს - ამ თემებზე კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანებაა და არავითარი გადაწყვეტილება არ არსებობს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტობრივად ყოველდღიურად საგანგებო შეკრებები და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები იმართება.