რუსეთმა 200 ამერიკელს სანქციები დაუწესა | მათ შორის, ბაიდენის დასა და ორ ძმას

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციები 200 ამერიკელს დაუწესა. მათ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ. სანქცირებულ პირთა შორის არიან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და და მისი ორი ძმა. 

„მათ [რედ. სანქცირებულებს] შორის არიან ხელისუფლებისა და კანონმდებლების ცალკეული წარმომადგენლები, ასევე მათი ახლო ნათესავები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებისა და საწარმოების ხელმძღვანელები, ექსპერტები და ლობისტები, რომლებიც მონაწილეობენ რუსოფობიური კამპანიის ხელშეწყობაში და კიევში რეჟიმის მხარდაჭერაში"- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სიაში ასევე არიან თეთრი სახლის პრესმდივანი კარინე ჟან-პიერი, კონგრესმენები და სენატორები ორივე მხრიდან, ოფიციალური პირები და მათი ოჯახები, ბიზნესმენები, საკონსულტაციო კომპანიების ხელმძღვანელები.

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი