1 წინააღმდეგი - შეზღუდვების კანონს ეკა ბესელიამ არ დაუჭირა მხარი

გამოქვეყნდა:

1 დეპუტატი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, ეკა ბესელიაა. ბესელია თვლის, რომ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და მთავრობას განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს.

აღნიშნული ცვლილებებით, მთვარობას პარლამენტის გვერდის ავლით, ნებისმიერი შეზღუდვის გამოცხადების უფლება, 2021 წლის 1 იანვრამდე უხანგრძლივდება.

"მე მაინტერესებს, ისინი ვინც მომხრე იყო და ხმა მისცა, ნეტა თუ არ გრძნობენ უხერხულობას ამის გამო, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს მეორედ იღებენ სამშობლოს დაცვის ეგიდით, რომ ადამიანებს აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ, დღეს კოვიდის ქოლგის ქვეშ ზრუნვის ლოზუნგით რომ  ყველაფერი გამრთლებულია, ეს გადაიზარდა მეორე უკიდურესობაში და იღებს სახიფათო სახეს" - ამბობს ეკა ბესელია

კანონპროექტს მხარს არ უჭერს არც ოპოზიცია. ისინი თვლიან, რომ ამ ცვლილებებით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დამატებითი კონტროლის მექანიზმის მოპოვებას ცდილობს.

დამოუკიდებელი დეპუტატები კი კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. ლევან კობერიძე ამბობს, რომ "პარლამენტმა მთავრობას კაპიტულანტურად გადასცა თავისი უფლება-მოვალეობები"

რაც შეეხება მმართველ უმრავლესობას. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ ოპოზიცია სპეკულირებს და კანონპროოქტი ხალხის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება .

79 მომხრე 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო. ამ გადაწყვეტილებით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცახდების ერთპიროვნულ უფლებას, 2021 წლის იანვრამდე გაიხანგრძლივებს.

მთავრობას წლის ბოლომდე ექნება საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია შეზღუდოს გადაადგილება, ეკონომიკური საქმიანობა, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი