
ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი უკრაინის საზღვართან, ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში ახალ სამხედრო სტრუქტურებს ქმნის.
ამის შესახებ თავად პრიგოჟინმა 11 სექტემბერს განაცხადა და თქვა, რომ "რუსეთი სრულად მზად უნდა იყოს [თავისი] მიწების დასაცავად".
ISW ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პრიგოჟინის ეს სურვილი არა ზოგადი რუსული სამხედრო კამპანიის, არამედ თავად პრიგოჟინის ავტორიტეტისა და ძალაუფლების გაზრდის მცდელობის ნაწილია.
"პრიგოჟინი, ასევე, გააგრძელებს პარალელური სამხედრო სტრუქტურების ფორმირებას უფრო ფართო გაგებით, რათა გააფართოვოს თავისი გავლენა და პოზიციები რუსეთის პოლიტიკურ წრეებში, ასევე, შექმნას საკუთარი პირადი არმია", - ნათქვამია ყოველდღიურ მოხსენებაში.
ამავე თემაზე: