
გასული წლის აგვისტოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ბრიტანელმა დევიდ სმიტმა დანაშაული აღიარა.
ეჭვმიტანილმა ლონდონის სისხლის სამართლის სასამართლოში თქვა, რომ 2020 წლიდან იგი რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის შესახებ, სადაც ის დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.
სასამართლო სხდომა 4 ნოემბერს გაიმართა, მაგრამ დღემდე პრესაში დეტალების გამოქვეყნება აკრძალული იყო. სმიტის „დამკვეთები“ რუსეთის სამხედრო ატაშე გერმანიაში, პოლკოვნიკი ანდრეი სივოვი და მისი მემკვიდრე, გენერალ-მაიორი სერგეი ჩუხუროვი იყვნენ.