"ძალიან გახარებული და ამაყები ვართ... არანაირი დანაკარგები არ გვაქვს!" | ქართველები, რომლებიც ხერსონის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ

გამოქვეყნდა:

ხერსონი ოკუპანტებისგან თავისუფალია და ქალაქში უკრაინის დროშა ფრიალებს - უკრაინაში ქართველი მებრძოლები "მთავარ არხთან" ყვებიან, რომ 28-ე და 57-ე ბრიგადებს, რომლებიც ხერსონში შევიდნენ, წინ ქართველი პარტიზანები მიუძღვებოდნენ.

"ყველა გახარებული ვართ. რაც შეეხება, ქართველ პარტიზანებს, ამაყად, თავაწეული ვიტყვი, რომ 28-ე ბრიგადას წინ მიუძღოდა ქართველი პარტიზანები ვაკურ სულაძის ხელმძღვანელობით, სულ ყველა ქართველი იყო, 57-ე ბრიგადას წინ მიუძღოდა ქართველი პარტიზანები და გუშინ საღამოს მოხდა ხერსონთან მისვლა, ასევე ნოვა კახოვკასთან, დანაკარგი არანაირი არ გვაქვს და ვბრუნდებით უკან, რომ სხვა მიმართულებაზე გავაგრძელოთ მსახურობა", - თქვა დავუთ ქუქჩიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 11 ნოემბერს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანდა, რომ უკრაინული დროშა ხერსონის ცენტრში ფრიალებდა. მოგვიანებით უკრაინელი ჯარისკაცების ქალაქში შესვლის ვიდეოკადრები პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გაავრცელა. 

მანამდე, 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსი ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს.

რუსეთმა ხერსონი ომის დაყებიდან მალევე , მარტის თვეში დაიკავა. სექტემბერში კი იქ რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმიც ჩაატარა. 

ხერსონის გათავისუფლებას გუშინ უკრაინას მსოფლიო ლიდერები ულოცავდნენ. მილოცვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლმაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთავრობიდან ზურაბიშვილი ერთადერთია, ვინც უკრაინას მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი