
საგანგებო განცხადება ნაციონალურ მოძრაობაში - პარტიაში ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ბრიფინგს გიორგი ბარამიძე ჩაატარებს და სავარაუდოდ, იტყვის - ვინ იქნებიან სამუშაო ჯგუფის წევრები, რომლებმაც უნდა თქვან როდის და რა ფორმატში ჩატარდება არჩევნები პარტიაში. ინფორმაცია დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს წარედგინება.
უკვე ცნობილია, რომ თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი იყრის კენჭს. მოქმედ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთდ ამ პოსტის დაკავებას შეეცდებიან: სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე. არ არის გამორიცხული, მათს რიგებს ლევან ხაბეიშვილიც შეემატოს.