შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და 22 ნოემბრამდე თავმჯდომარის არჩევნების წესი უნდა ჩამოყალიბდეს | ბრიფინგი ენმ-ში 

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გია ბარამიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნების წესი უნდა მოამზადოს. 

ბარამიძის თქმით, ამ ჯგუფში შედიან როგორც ნეიტრალურად განწყობილი პირები, ასევე, გარკვეული პოზიციის მქონე წევრებიც. პოლიტიკოსი ამბობს, რომ არის სურვილი, პროცესებში მონაწილეობა მიიღონ ემიგრანტებმაც. 

სამუშაო ჯგუფი 7 წევრისგან შედგება და გიორგი ბარამიძე მოდერატორის ფუნქციას შეითავსებს. სამუშაო ჯგუფის წევრები ასევე არიან: გიორგი ბოტკოველი, თორნიკე ბიკაშვილი, ნინო კვიტაიშვილი, ბაჩო დოლიძე, ლევან ბეჟაშვილი, ივანე პეტრიაშვილი.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ  22 ნოემბრამდე უნდა ჩამოყალიბდეს არჩევნების წესი, რომელსაც შემდეგ პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს. ამის შემდეგ დაიწყება დასახელებული კანდიდატურების კამპანია. 

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი იყრის კენჭს. მოქმედ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთდ, ამ პოსტის დაკავებას შეეცდებიან: გიორგი მუმლაძე და გიორგი ჩალაძე. არ არის გამორიცხული, მათს რიგებს ლევან ხაბეიშვილიც შეემატოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი