რუსებმა ხერსონში აღჭურვილობა და იარაღი დატოვეს, რაც ტერიტორიების გასათავისუფლებლად დაგვჭირდება - უკრაინელი სამხედრო

გამოქვეყნდა:

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან ქალაქ ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რუსებმა თავიანთი აღჭურვილობა და იარაღი პოზიციებზე დატოვეს.

უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ისინი ამ იარაღს ქვეყნის ტერიტორიების გათავისუფლებისთვის გამოიყენებენ.

"ამ სოფლის გათავისუფლების შემდეგ ადგილობრივებმა გვითხრეს, სად იყო რუსების პოზიცია. როგორც გავიგეთ, მათ აქ ორი საარტილერიო პოზიცია ჰქონდათ, რომ წავიდნენ უამრავი აღჭურვილობა და იარაღი დატოვეს, მათ შორის 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები, ჩვენ ეს იარაღი ჩვენი ტერიტორიების გასათავისუფლებლად დაგვჭირდება", - თქვა უკრაინელმა სამხედრომ.

ცნობისთვის, გუშინ, 11 ნოემბერს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანდა, რომ უკრაინული დროშა ხერსონის ცენტრში ფრიალებდა. მოგვიანებით უკრაინელი ჯარისკაცების ქალაქში შესვლის ვიდეოკადრები პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გაავრცელა. 

მანამდე, 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსი ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს.

რუსეთმა ხერსონი ომის დაყებიდან მალევე , მარტის თვეში დაიკავა. სექტემბერში კი იქ რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმიც ჩაატარა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი