"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, აშშ-0ს ელჩთან გამართულ არაფორმალურ მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იყო. წყაროს ცნობით, საუბარია იმაზე რომ პარტია, რომელიც პროპორციულ სისტემით 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, მთავრობის დაკომპლექტების უფლება არ უნდა ჰქონდეს. როგორ უნდა მოხდეს ამ წინადადების კანონის ძალით გამყარება, ეს უკვე სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრების თემაა.
ოპოზიციის ლიდერები, გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ პირველ რიგში დღის წესრიგშია მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით
"ძალიან კონკრეტული გზავნილებით ჩამოდიან ივანიშვილთან და ამ შემთხვევაში კობახიძე, თალაკვაძე თუ ნებისმიერი სხვა ოცნების წარმომადგენელის მთავარი როლი არის ის, რომ იყოს სწორი მესენჯერი, გზავნილი სწორად მიაწოდოს ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ის წამოვიდეს დათმობაზე" აცხადებს "ენმ"-ს წევრი თინა ბოკუჩავა
"იმას, რომ 40% მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ძალას, რომ დააკომპლექტოს მთავრობა, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ ჩვენ, ამაში ახალი არაფერი არ არის" განაცხადა "ევროპული საქარველოს წევრმა სერგი კაპანაძემ
არაფორმალურ შეხვედრას "ოცნებიდან" წასული დეპუტატებიც ესწრებოდნენ. მარიამ ჯაში კონსესუსის აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უნდა გამოინახოს სივრცე, დიალოგის გასაგრძელებლად:
"ჩვენ მხარს დავიჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებას თუკი იქნება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი. ფართო პოლიტიკურ კონსენსუსად ვერ ჩაითვლება მხოლოდ ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატების მხარდაჭერა" განაცხადა ჯაშმა
მმართველი პარტიის ერთ ერთი ლიდერი გია ვოლსკი, რომელიც აშშ-ს მოადგილის რეზიდენციაში გუშინ არ ყოფილა, ამბობს, რომ ეს იყო სადილი, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება. ის ოპოზიციის მხრიდან ისევ რევოლუციურ სცენარზე საუბრობს
"ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან და სადილის პერიდოში რა შეთანხმებაზეა საუბარი...იყო საქმიანი შეხვედრა, საქმიანი სადილი და რასაკვირველია საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიებმა ყველამ, არც მმართველმა პარტიამ და არც ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა დააყენოს პარტიული ინტერესი წინ." განაცხადა ვოლსკიმ
ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურ გარემოში მოლაპარაკებები სავარაუდოდ კიდევ გაგრძელდება, რადგან "მთავარის" ინფორმაციით ასეთი გადაწყვეტილება დიპლომატების მხრიდან არის მიღებული. შეხვედრები სწორედ მათი შუამავლობით ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, აშშ-ს ელჩის მოადგილის რეზიდენციაში, არაფორმალურ ვითარებაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მმართველ გუნდთან გიგი უგულავას დაკავები შემდეგ, დიალოგზე უარი თქვა.
შეხვედრას ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა, "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატები, ხოლო მმართველი გუნდიდან პარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯოდმარეები- ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.