კითხვებს სვამს რა მჭირს, რა ხდება ჩემს თავს...პასუხები არ არის" - ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ავადმყოფობის ისტორიაში მსგავსი რამ,  რომ სააკაშვილს სტრესის გამო სჭირს თმების ცვენა, არ წერია" - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა, რომლის დასკვნაც 18 ნოემბერს იქნება მზად.

"კითხვებს სვამს, რა მჭირს რა ხდება ჩემს თავს, რა ხდება? პასუხები არ არის ამ ყველაფერზე. პასუხი არის სტრესის გამო გაქვს? საკუთარი შვილი, რომ ჰყავდეთ ასეთ მდგომარეობაში და ექიმი რომ ეუბნებოდეს, რომ სტრესის გამო გაქვს მეექვსე თვეა 38 სიცხე ნორმალური იქნებოდა და მათთვის მისაღები პასუხი იქნებოდა?  18-ში დაიდება ეს დასკვნა და გაეცემა პასუხი ამ კითხვებს, იმიტომ, რომ ავადმყოფობის ისტორიაში მსგავსი რამ,  რომ სააკაშვილს სტრესის გამო სჭირს თმებს ცვენა... ტუბერკულოზის ნიშნები, გადადგილება უჭირს... ავადმყოფობის ისტორიაში არაფერი არ წერია" - ამბობს ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

შეგახსენეთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კვლევა გუშინ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
კვლევა სავარაუდოდ ტუბერკულოზს უკავშირდება. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი