უკრაინის ისტორიული დღე - გათავისუფლებული ხერსონი და ხერსონელების ემოციები

გამოქვეყნდა:

"ისტორიული დღეა. ხერსონს ვიბრუნებთ.  ხერსონელები ელოდნენ. ისინი არასოდეს თმობდნენ უკრაინას. ასე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან ჩვენს დაბრუნებას. უკრაინა მივა თავის ყველა ხალხთან“-  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასე მიმართა უკრაინელებს ხერსონის გათავისუფლების შემდეგ. 

ხერსონი თავისუფალია. პუტინის რეჟიმისთვის საკვანძო ქალაქში ისევ უკრაინული დროშა ფრიალებს. თითქმის 9 თვიანი ოკუპაცია კი დასრულებული. ქალაქს, რომელიც რუსეთმა ფსევდორეფერენდუმით მიიერთა და ადგილობრივი მოსახლეობა "მჩაგვრელი უკრაინელებისგან გაათავისუფლა", ოფიციალური კიევი სრულად აკონტროლებს. 

ყველაზე ემოციური და ამაღელვებელია ხერსონელების დახვედრა  უკრაინელ ჯარისკაცებთან და საერთაშორისო მედიასთან - ეროვნული დროშებითა და ტაშით. 

ამ დროისთვის ოკუპანტებისგან ოლქის სრულად გაწმენდა მიმდინარეობს.  ხერსონის გათავისუფლებაში თავისი წვლილი შეიტანეს ქართველმა მებრძოლებმა. 

კრემლი და მისი პროპაგანდისტები მარცხს არ აღიარებენ და მსოფლიოს აჯერებენ რომ ხერსონიდან გასვლა ტაქტიკური ნაბიჯია.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი