რა დიაგნოზი აქვს მიხეილ სააკაშვილს? - სამედიცინო დასკვნის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

შესაძლო ტუბერკულოზი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკა ვივა მედი ვერ მალავს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს და იმასაც ადასტურებენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ამ პირობებში დარჩება, ის ვერ განიკურნება.  

მესამე პრეზიდენტი გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში საგანგებოდ გადაიყვანეს და გეგმიური მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა ჩაუტარეს. ვივა მედის კლინიკური დირექტორი ადასტურებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება სამედიცინო მანიპულაციების განხორციელებისთვის დასჭირდათ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.  

თითქმის დაწერილია  ექსპერტების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ოცნების სასამართლომ და შემდეგ გადაწყვიტოს -  გაუშვებენ თუ არა საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილს. 

4 დღის წინ ევროპარლამენტმა თავის სიტყვა თქვა - ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ინსტიტუცია მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს და მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება მისცეს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი