ქართველების მაგინებელი - ოლიგარქი კოპილკოვი "მთავარ არხთან" მასზე გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფს და შვილის გამართლებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

ქართველებს ორჯერ აგინა, თუმცა სასამართლომ ის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა - "ოცნების" ხელისუფლებას მისი საქართველოდან გაძევება არც უფიქრია. გუშინ ვიდეო ჩაწერა, სადაც თავს იმართლებს და ამბობს, რომ მარჯანიშვილის ქუჩაზე მის მიერ ჩადენილ ქმედებას ნანობს. საქართველოდან უკვე წასულია. 

ეს  ქართველების მაგინებელი რუსეთის მოქალაქე პაველ კოპილკოვის ისტორიაა. კოპილკოვი ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრის, ოლიგარქ ალექსანდ კოპილკოვის შვილია. მამა კოპილკოვი პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასა და რუსეთის არმიის დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაშიც. ასპონსორებს გასამხედროებულ ორგანიზაცია Boyevoe Bratstvo-ს. სწორედ ამ ორგანიზაციას უკავშირდება 2014 წელს ჯერ ყირიმის ოკუპაციის, შემდეგ კი 2022 წელს  მარიუპოლის ალყის ორგანიზება. ის ყველაზე გავლენიანი რუსი ოლიგარქების დასანქცირებული ალიშერ უსმანოვისა და იგორ სეჩინის პარტნიორია. ოლიგარქი ალექსანდ კოპილკოვი "მთავარმა არხმა" ჩაწერა. ამბობს, რომ მასზე გავრცელებული ინფორმაციის 99% მოგონილია და მხოლოდ როს-გვარდიასთვის ბინების მიყიდვას ადასტურებს. ამტკიცებს, რომ მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ქართველების გინებას ნანობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი