
უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ნაწილში, გადაცმულ რუს ჯარისკაცებსა და აღჭურვილობას ეძებენ , - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების ფორმაში არიან გადაცმული.
BBC წერს, რომ სხვადასხვა უკრაინულმა წყაროებმა გაავრცელეს რუსი ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე სავარაუდოდ მშვიდობიანი მოქალაქეების ფორმაში იყვნენ გადაცმული.