ოკუპანტების უკან დახევის დროს ხერსონის რაიონში ერთ დღეში, 7 ხიდი განადგურდა - CNN

გამოქვეყნდა:

CNN-ის ინფორმაციით,  ხერსონის რაიონში რუსი ოკუპანტების უკან დახევის დროს, ერთ დღეში 7 ხიდი განადგურდა,  მათ შორის 4  დნეპრზე.  

გამოცემის ცნობით, დანგრეულია საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებიც, რომლებიც ნოვაია კახოვკას კაშხალზე მდებარეობს.

"წყალი სამი ჭიშკრიდან ყველაზე მნიშვნელოვან კაშხალზე მიედინება, რომელიც გადის დნეპრზე, თუმცა  გაუგებარია, როგორ დაზიანდა [კაშხალი]  დასავლეთ სანაპიროსთან... გარდა ამისა უკრაინულმა არხებმა ხუთშაბათს საღამოს გაავრცელეს ინფორმაცია, კაშხლის ირგვლივ აფეთქებების  შესახებ“, - წერს გამოცემა

შეგახსენებთ, რომ  დაზიანებულ ხიდებს შორისაა ანტონოვკას ხიდიც. 11 ნოემბერს მედიაში ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი