
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა დაბომბეს ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე
"საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, კახოვსკის რაიონიდან. რუსმა დამპყრობლებმა გრად MLRS-დან სოფელს ესროლე", - წერს იანუშევიჩი.
იანუშევიჩის ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა და დაღუპულია ორი ქალი, დაზიანებულია 10-მდე სახლი.
მისივე ინფორმაციით, "რუსი სამხედროები იმალებიან ადგილობრივი მოსახლეობის სარდაფებში"
დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.