ჩხუბი და სროლა პოლიციის ჰიმნის გამო - "მთავარმა" სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის გორში მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია.
"მთავარი არხის" იფორმაციით, "ნაჭარმაგევში" სამართალდამცველები ერთ-ერთი პოლიციელის, ნიკოლოზ აბაშმაძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მათ პოლიციის ჰიმნის ჩართვა მოითხოვეს, რამაც რესტორნის სხვა სტუმრების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, იყო რეპლიკები სამართალდამცველების მიმართ.
ამ ფაქტს ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველები არიან: ნიკოლოზ აბაშმაძე, გიორგი წკრიალაშვილი, რომელიც წყაროს ცნობით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, და გივიკო გოჩელეიშვილი.
სამართალდამცველებს მოქალაქეებმა, სოფელ კარალეთის მცხოვრებლებმა, მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც რესტორნის ეზოში რამდენჯერმე გაისროლეს.
გორის პოლიციაში დასაქმებული ნიკოლოზ აბაშმაძე სამი დღეა არ გამოჩენილა: "სამ დღეში ერთხელ ვმორიგეობ და დღეს არ მინახავს. [ჩხუბზე] არაფერი ვიცი, პრესსამსახურს მიმართეთ იმას ეცოდინება ყველაფერი, გუშინწინ მე ვისვენებდი და არაფერი ვიცი",- ამბობენ გორის პოლიციაში.
"მთავარის" ინფორმაციით, სამართალდამცველები სამსახურში არ დადიან, რადგან დაზიანებები ამ დრომდე ეტყობათ.
შემთხვევა რესტორან "ნაჭარმაგევში" 2 დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა დაკავებული ჯერ არავინ არის.
ამავე თემაზე: