
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნა 2 დღეში იქნება მზად. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, თავდაპირველად ის უცხოელ ექსპერტებს გადაეგზავნებათ, საბოლოო დასტურის მიღების შემდეგ კი ის ადვოკატებს სამართლებრივი პროცედურების დაწყებისთვის გადაეცემათ.
"ქართული დასკვნა 2 დღეში იქნება მზად, შემდეგ ის უნდა გაეცნოს ყველა ქართველ ექსპერტს, ერთობლივად განვიხილავთ. შემდგომში დასკვნა ითარგმნება ინგლისურ ენაზე, გადაეგზავნება ჩვენს უცხოელ ექსპერტებს, შემდგომში, როცა მათგან მივიღებთ საბოლოო დასტურს, დასკვნა იქნება მზად, როგორც ქართული ასევე ინგლისური ვერსია და ადვოკატებს გადაეცემა სამართლებრივი პროცედურების დაწყებისთვის", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, ის კვლამ მძიმეა. როგორც შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, საბოლოო დასკვნის საფუძველზე ისინი მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოითხოვენ.