
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კამბოჯაში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის, ASEAN-ის სამიტზე თქვა, მას ჩინეთის მმართველთან, სი ძინპინთან ჰქონია უფრო ხანგრძლივი შეხვედრა, ვიდრე სხვა პარტნიორებთან, თუმცა იქვე აღნიშნა და ისაუბრა დიპლომატიურ შეზღუდვებზე.
ბაიდენის G20-ის სამიტზე სი ძინპანთან მოსალოდნელ პირისპირ შეხვედრაზე ჰკითხეს. ამაზე კომენტარისას აშშ-ის პრეზიდენტმა "წითელ ხაზებზე" ისაუბრა და თქვა:
"მე ვიცნობ სი ძინპანს, მე მასთან უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე რომელიმე სხვა მსოფლიო ლიდერთან. მე მას კარგად ვიცნობ, ის მე მიცნობს. ჩვენ ძალიან მცირე გაუგებრობა გვაქვს, ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველა ჩვენგანისთვის მომავალ ორ წელიწადში ყველაზე მნიშვნელოვანი", - თქვა ბაიდენმა.
15-16 ნოემბერს ინდონეზიაში G20-ის სამიტი გაიმართება. სამიტის ფარგლებში, ბაიდენი სი ძინპინს შეხვდება. თანამდებობის დაკავების შემდეგ, ეს აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩინეთის მმართველის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება.