
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცის კიდევ ერთი დადასტურებაა.
განცხადება ბლინკენმა კამბოჯაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე ისაუბრა, სადაც ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდა.
"ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი შეიარაღებული ძალებისა და უკრაინელი ხალხის საოცარ გამბედაობას, ისევე როგორც იმ ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც მას აქვს მსოფლიოს ქვეყნებიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, აშშ-გან", - თქვა მან.
შეხვედრის დროს ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა და ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგების შემსუბუქებაში.