მას მერე, რაც არ დავთანხმდი "ბავშვებისგან" ფულის აღებას, პატრული აორთქლდა - ნატა ფერაძე

გამოქვეყნდა:

აქტივისტი ნატა ფერაძე თავის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც ის არ დათანხმდა ზიანის მიყენების გამო ფულის აღებას, პატრული, რომელიც საქმეს იძიებდა "გაქრა".

"მას მერე, რაც არ დავთანხმდი "ბავშვებისგან", კიარადა მათი "კაი მშობლებისგან" ფულის აღებას კანონიერი და კუთვნილი პროცედურების გარეშე, რაც მოიაზრებს ჩემს დაზარალებულად ცნობას, რის მერეც გვექნება წვდომა საქმის მასალაზე და შევიტყობთ "ბავშვიკების" ვინაობას და მოტივს, პატრული უბრალოდ გაქრა. აორთქლდა.

წერილობით მივმართავთ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და მე, არ შევეშვებით", - წერს ნატა ფერაძე.

საუბარია 22 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევაზე. შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვებას, ფოტოები სოციალურ ქსელში თავად ფერაძემ გაავრცელა, ის მომხდარს, თბილისის მერისადმი ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასა და „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას უკავშირებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი