ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 12 წლის გოგო გააუპატიურეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა კრემენაიაში, ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 12 წლის გოგო გააუპატიურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

SBU-მ მოიპოვა ჩანაწერი, რომელშიც რაშიტები საუბრობენ თავიანთ დანაშაულებზე.

„მოკლედ, ამ ჯარისკაცებმა გააუპატიურეს 12 წლის გოგონა, 10 ადამიანს ვერ პოულობენ. და ამიტომ ქალაქში არავის უშვებენ“, - ამბობს ერთ-ერთი მობილიზებულია. 

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გაუპატიურების კიდევ ერთი ფაქტი დონეცკის ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირდა. რუსების მსხვერპლი ქალი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი