
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც გილისხმობს იმ პირებისა და ორგანიზაციების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება ანიჭებს "უცხოელი აგენტის" სტატუსს.
თუ ინდივიდი აღიარებულია, როგორც „უცხო აგენტი“, მაშინ მისი სრული სახელი, დაბადების თარიღი,ასევე, უცხოელ აგენტად აღიარების საფუძველი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.
საზოგადოებრივი გაერთიანებების - უცხოური აგენტების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო ასევე გამოაქვეყნებს მონაწილეთა ვინაობას, ასევე, ასოციაციის მისამართს და საინფორმაციო რესურსს.