სტამბოლში აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა | ახალი დეტალები 

გამოქვეყნდა:

თურქული მედიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სტამბოლში აფეთქებას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა მინიმუმ 11.

ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია მიზეზები, თუმცა სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივი მედიაში მომხდარს სავარაუდო ტექრაქტის უკავშირებენ და წერენ, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ინციდენტის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო და პოლიციის მანქანები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი