სტამბოლში, ისტიკლალის გამიზრზე აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი.
ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია მიზეზები, თუმცა სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივი მედიაში მომხდარს სავარაუდო ტექრაქტის უკავშირებენ და წერენ, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ინციდენტის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო და პოლიციის მანქანები.