რუსეთი უკრაინაში ომს აგებს, და ამას ყველაზე თავზეხელაღებული პროპაგანდისტებიც ვეღარ მალავენ.
მარცხის კომპენსირებას და კიდევ ერთხელ საკუთარი მოჩვენებითი შესაძლებლობების დემონისტრირებას კრემლი ამერიკაში მიმიდინარე არჩევნების დისკერედიტაციითაც შეეცადა.
პუტინის პირადი მეგობარი და ტროლების ფაბრიკის ყველაზე მსხვილი ოლიგარქი, პრიგოჟინი - საჯაროდაც კი დაიმუქრა - აქამდეც ვერეოდით და კიდევაც ჩავერევით ამერიკის არჩევნებშიო. პროპაგანდის სხვა შტოები კი ამტკიცებდნენ, რომ რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ამერიკა უკრაინას აღარ დაეხმარებაო.
რეალობა კი სულ სხვაგვარია, და ცალკეული კანდიდატების განცხადებები ვერ ცვლის - ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს. ეს ინტერესი კი დღეს შემდეგს გულისხმობს: შეაჩეროს პუტინი, რომელიც ძალის გამოყენებით ცდილობს სამართლებრივი წესრიგის შეცვლას და ამკვიდრებს ძალიან სახიფათო პრეცედენტს თანამედროვე მსოფლიოში. მაგრამ ქართველმა და რუსმა კრემლისტებმა ამერიკაში გასამართი ბოლო არჩევნების მიმართ მომეტებული ინტერესი გამოიჩინეს.
როგორც კიდევ ერთხელ დადასტურდა სულ ტყუილად, უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო თუ ფინანსურ დამხარებას არაფერი ემუქრება.