ერდოღანის თქმით, სტამბოლში მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდეს

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯპ ტაიპ ერდოღანის თქმით, სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდეს. 

მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და თქვა, რომ დამნაშავეები აუცილებლად სათანადოდ დაისჯებიან.

მისივე თქმით, გუბერნატორისგან დაშავებულების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღო და ეს რიცხვი, ამ დროისთვის, 53-ია. 

"ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ქვედანაყოფები განაგრძობენ მუშაობას თავდასხმაში მონაწილებისა და მის უკან მყოფების გამოსავლენად. თურქეთისა და თურქი ერის ტერორიზმით დაპყრობის მცდელობები დღეს და ხვალ ვერ მიაღწევს თავის მიზანს. დარწმუნებულები იყვნენ, რომ დამნაშავეები ისე დაისჯებიან, როგორც იმსახურებენ" - თქვა ერდოღანმა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი