ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ხანგრძლივი პაუზის შემდგ დღეს ოლიგარქიც გამოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომას ერთ ერთი რეზიდენციიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო. საბჭომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი და პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დანიშნა.
დღევანდელ სხდომას "ქართული ოცნების" მთავარი პიარ ტექნოლოგი ლაშა ნაცვლიშვილიც ესწრებოდა.
კობახიძის დანიშვნა კი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ნიშნავს, რომ ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიას სავარაუდოდ სწორედ ის დაწერს და პარტიის თავმჯდომარეს წარუდგენს.
იქნება თუ არა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ამაზე მმართველ გუნდში დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ, ირაკლი კობახიძის შტაბის ხელმძღვანელობას კი ეთანხმებიან და ამბობენ, რომ კობახიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული არჩევნები "ქართველი ხალხისთვის გამარჯვებასთან ასოცირდება"
პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებები საარჩევნო კამპანიის შესახებ, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, "ოცნებას" 30-ვე მაჟორიტარი უკვე შერჩეული ჰყავს, პროპორციული სია კი უფრო მოგვიანებით იქნება ცნობილი.