რადიოლოგიური დასკვნა რესპუბლიკურიდან - "ვივა მედში" კონსილიუმი იკრიბება

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" სამედიცინო კონსილიუმი შეიკრიბება. მედიკოსები მესამე პრეზიდენტის უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელებენ. მათ შორის, მთავარი თემა იქნება რადიოლოგიური დასკვნა რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გადმოაგზავნეს.  

კვლევამ ვერ გასცა პასუხი კითხვას- რა არის მუდმივი ტემპერატურის მიზეზი რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს. ამიტომ ვივა მედის ექიმები არ გამორიცხავენ  დამატებითი კვლევების ჩატარებას.  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სავარაუდოდ  დღეს ისევ გადაიდება სასამართლო პროცესიც, რომელიც ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზეა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი