უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში 12 დასახლება გაათავისუფლა - გაიდაი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონში 12 დასახლება გაათავისუფლა - ამის შესახებ ინფორმაციას, ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით,  გათავისუფლებულ დასახლებებს ოკუპანტები გამუდმებით ბომბავენ, ამიტომ უკრაინული მხარე იქ მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობს.

მისივე თქმით, რუსული არმიის მხრიდან მუდმივი დაბომბვისა და თავდასხმების ქვეშაა ბელოგორივკა.

"ჩვენს არტილერისტებს აქვთ შორი მოქმედების იარაღი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გადაჭრას პრობლემები მტრის ზურგში - ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას“, - ამბობს გაიდაი მან.

მისივე განცხადებით, ლუგანსკის რეგიონში ბევრი "ვაგნერელია"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი