90-იანი წლები - მოჯადოებული წრე, რომელზეც მუდმივად დავდივართ

გამოქვეყნდა:

ჩვენი უახლესი წარსულის რეალობა დღეს ისეთი ახლობელია, როგორც არასდროს. 90-იანი წლების  სლენგებიც ხშირად ისმის: უბანი, მაყურებლები, ქუჩური გარჩევები, დაჭრეს, მოკლეს, "აქ წამალს არიგებენ", "რა უბნელი ხარ?",  "ბესპრიძელია" ქალაქში... 

ეს არის მოჯადოებული წრე, რომელზეც მუდმივად დავდივართ.  

მას შემდეგ, რაც ჩეკას წიაღში მოფიქრებულმა ბნელმა მმართველოვბის ფორმამ, ე.წ. ქურდულმა სამყარომ საზოგადოების მართვა დაიწყო, იდეის გარეშე დარჩენილი, კონტროლირებადი ადამიანების რიცხვმა იმატა. ალბათ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ დღეს ახალგაზრდების უმრავლესობა დანაშაულის დროს პოლიციაში დარეკვას ჩხუბში ჩაბმას ამჯობინებს. 

მოზარდები პოლიციაში აღარ რეკავენ და ერთმანეთს სასტიკი მეთოდებით უსწორდებიან. მანკიერმა სისტემამ ბოლო წლებში ქვეყანაში  ე.წ "ბესპრიძელის" ხანა დააბრუნა და ეს მანკიერება რეალობად იქცა. ამას განსაკუთრებით გრძნობენ და ამჩნევენ ის ადმაინები, ვისაც უშულაოდ 90-იანი წლების სიმძიმე ახსოვს.

პროფესორი ანზორ მელია "კულინარიელების"  დანაშაულებრივ დაჯგუფებას იხსენებს, რომლის  დასასრულის დასაწყისად 1995 წლის 24 მარტს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მომხდარი თავდასხმა გახდა. მათ ცნობილი ქირურგი ნოდარ ბოხუა ჩაცხრილეს. 

ძველი ბიჭი ხელისუფლების ხელია. ეს ორმხრივი კომფორტია. ძველი ბიჭი მოძალადეა, - ასე ახასიათებს მწერალი ნენე კვინიკაძე ძველი ბიჭების ანატომიას და დარწმუნებულია, რომ დღეს ხელისუფლება და ე.წ ქურდული სამყარო ერთ სიმბიოზად გადაჯაჭვულია. 

რეალური სამყარო, ერთი შეხედვით, კინოს მსგავსი, სულაც არაა ალფრედ ჰიჩკოკის უწყვეტი კადრი, რომელიც ასე ებღაუჭება ჩვენს ქვეცნობიერს და ასევე უწყვეტად გასდევს მოჯადოებულ წრეს, რომელიც კვებავს და ამდიდრებს ავტორიტარულ რეჟიმსა და ოლიგარქს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი