
ლავროვი სასტუმროში ბალიზე. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია "პოლიტიკური თამაშია" - ამ წარწერით ვრცელდება ტვიტერზე ვიდეო, სადაც ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
შორტებში ჩაცმული ლავროვის ვიდეო ტელეგრამ არხზე თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ Associated Press-ის გავრცელებული ინფორმაციის პასუხად გაავრცელა.
შეგახსენებთ, გამოცემის ცნობით, ინდონეზიაში, G20-ის სამიტზე დასასწრებად ჩასული რუსი მინისტრი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.