სროლა ვირჯინიის უნივერსიტეტში - დაიღუპა 3 და დაიჭრა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ვირჯინიის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს, ის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი შეიარაღებულია.

დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი, რაც შეეხება გარდაცვლილებს, ჯერჯერობით დადგენილი არ არის მათი ვინაობა და იყვნენ თუ არა ისინი სტუდენტები.

შემთხვევა ადგილობრივი დროით კვირას საღამოს 10 საათზე მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით,  ეჭვმიტანილის ძებნის პროცესში არაერთი პოლიციის დეპარტამენტია ჩართული, მათ შორის ჩართულია ვერტმფრენიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი