
სამედიცინო კონსილიუმი კლინიკა "ვივა მედში" გადაიდო. ექიმების გაფართოებული სხდომა ხვალისთვის ჩაინიშნა. მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობაზე იმსჯელებენ.
მთავარი თემა იქნება რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის დასკვნა. შედეგებს ამის შემდგე გააცნობენ მიხეილ სააკაშვილს.
"დღეს მიმდინარეობს სპეციალისტების მიერ, ნახვა პაციენტის, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების მიერ. ეს არის ნევროლოგი, ზოგადი თერაპევტი... თუ რაიმე დამატებით კვლევა ალბათ გამოისახება დღეს კიდევ რა დაგვჭირდება დამატებით სახით, რაიმე კვლევის ჩატარება, ჩატარდება ეს და შემდეგ კიდევ მოხდება ამ მიღებული შედეგების შეჯერება" ამბობს ვივა მედის კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე
რაც შეეხება ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, დაწყებიდან მალევე გადაიდო. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს შუამდგომლობის დაყენების საშუალება არ მიეცათ.
ადვოკატები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადაცემას ითხოვენ. საუბარია ეპიზოდზე, რომელიც"ვივა-მედში" შეყვანიდან დღევანდლამდე არსებულ ვითარებას ასახავს.
მოსამართლეს ისევ არ მოუთხოვია ცნობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკა ვივა მედიდან და პროცესები მხოლოდ პენიტენციურის დასკვნის საფუძველზე იმართება, რაც ადვოკატებს უჩენს ეჭვს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება ნაჩქარევად გამოიტანოს და მიზეზად დაასახელოს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პროცესებზე არდასწრება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი