სირია ისრაელს სამხედრო ავიაბაზის დაბომბვაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

სირია ისრაელს სამხედრო ავიაბაზაზე იერიშის მიტანაში ადანაშაულებს. სირიის სამთავრობო მედიის, SANA-ს ინფორმაციით, ისრაელმა დაბომბა ჰომსის პროვინციაში, შარიათის საჰაერო ბაზა დაბომბა, რასაც მათივე მტკიცებით, ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. მათი ცნობით, განადგურებულია ავიაბაზის ინფრასტრუქტურა.

Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შაირათის საჰაერო ბაზა, რამდენიმე ხნის წინ ირანის საჰაერო ძალების მიერ იყო გამოყენებული. წყაროების ცნობით, თავდასხმის უშუალო სამიზნე საჰაერო ბაზის ასაფრენი ბილიკი გახდა. ამას გარდა, წყაროს ცნობით, ბოლო სამ წელში შაიარათის საჰაერო ბაზა რუსეთის სამხედრო კონტინგენტმა გააფართოვა. 

გარდა ამისა, როგორც ცნობილია ირანი, რუსეთი და სირიის რეჟიმი  ავიაბაზას სამხედროების გადასაყვანად, ასევე შეიარაღების მისაწოდებლად იყენებდნენ.

ისრაელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი