კარგი იქნებოდა პუტინი G20-ის სამიტს დასწრებოდა, თუმცა კრიტიკის მოსმენა არ სურს - შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტზე დასწრებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა

"კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე ჩამოსულიყო, თუმცა მაშინ, ის უნდა აღმოჩენილიყო იმ კითხვებისა და კრიტიკის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს, ამიტომ არ არის ის აქ", - თქვა შოლცმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, სამიტზე პუტინის არყოფნა სხვა ქვეყნებს ხელს არ შეუშლის, რომ გააკრიტიკონ რუსეთის აგრესიული ომი, მოუწოდონ მას გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან და შექმნან პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.

ცნობისთვის, ინდონეზიაში G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი