ვატყობ, რომ გაუგებარი ხდება აქ ძალიან ბევრისთვის, რატომ არ იყენებს კონსტიტუციურ უფლებას ზურაბიშვილი - მელია ბრიუსელიდან ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

ვატყობ, რომ გაუგებარი ხდება რაც უფრო დრო გადის, აქ ძალიან ბევრისთვის, თუ რატომ არ იყენებს ამ კონსტიტუციურ უფლებას ქალბატონი ზურაბიშვილი - ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის მიერ, "მთვარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალებაზე.

ნიკა მელია, რომელიც ენმ-ს სხვა ლიდერებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტში, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. 

"დღის სტუმრის" ეთერში ჩართვისას მელიამ განაცხადა რომ დღეს შეხვედრა გამართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფისში, სადაც მოლაპარაკების მთავარი თემები ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან ერთად, სწორედ ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო.

მელიას თქმით, სწორედ მიშელის ოფისს შეუძლია ითამაშოს დიდი როლი, რომ სალომე ზურაბიშვილმა საჭირო გადაწყვეტილებები მიიღოს და ამით ხელი შეუწყოს ევროპის მხრიდან მოთხოვნების ნაწილის შესრულებას. 

გარდა ამისა, ნიკა მელიას შეფასებით, წინა ვიზიტებისგან განსხვავებით, ევროპაში დამოკიდებულებები შეცვლილია და იქ უკვე კარგად ხედავენ, რომ სწორედ "ქართული ოცნებაა" ქვეყანაში პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი:

"თუ წინა ვიზიტებისას, ისინი ჩვენშიც [ოპოზიციაში] ხედავდნენ რესურსს, რომ დეპოლარიზაციას ოპოზიციური წარმომადგენლობა ხელს შეუწყობდა და აქ სინი ხედავდნენ ასევე პრობლემას, დღეს ეს საკითხი თავიდან ბოლომდე მათი დღის წესრიგიდან არის გამქრალი. ვინაიდან, ყველაფერი ყველასთვის გახდა ორ ფერში მოცემული - შავი და თეთრია საქართველოში ასარჩევი, ისინი ხვდებიან და ესმით და თვალყურს ადევნებენ ქართული ოცნების პოზიციებს, რომლებიც მთელ ქართულ დემოკრატიულ ოპოზიციას აშშ-სა და ევროკავშირის ჯაშუშებად აცხადებენ." ამბობს მელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი