
პარასკევს, 18 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და განათლების მინისტრს მოუსმენენ. ამ თემაზე დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
"სამი ინტერპელაცია უნდა ჩატარდეს, იცით რომ დრო პროპორციულად ნაწილდება. დაახლოებით თითო ინტერპელაცია მაქსიმუმ 3 საათი და 38 წუთი გამოდის შესაბამისი პროპორციული გადანაწილებით და პარასკევი დღე მიეძღვნება ამ ინტერპელაციებს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პრემიერი და მინისტრები ინტერპელაციის წესით მანამდე იყვნენ დაბარებულები, თუმცა საზღვარგარეთ ვიზიტების გამო პარლამენტში მისვლა გადაიდო.