"მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს და არ ერევა ამ პროცესებში" | კობა ნაყოფია ენმ-ის შიდა არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს და არ ერევა ამ პროცესებში" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია ენმ-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრობს, რომელმაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივა მედში" მოინახულა. 

"ამოცანა, რომელიც დღეს ოპოზიციის წინაშე დგას, ეს არის ნიკა გვარამია ციხეში გვყავს და ნიკა გვარამია არის გასათავისუფლებელი, და ზოგადად, ქვეყანაში, არის რეჟიმი შესაცვლელი. ჯობია, ვიყოთ კონცენტრირებული და კონსოლიდირებული ამ აზრის ირგვლივ. და რა დროს, ეხლა, "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები და რა დროს ეს თემაა, როდესაც ბევრად მნიშვნელოვანი თემა არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანას ვკარგავთ და ჯობია, ამაზე ვიფიქროთ, ამის ირგვლივ ვკონსოლიდირდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" და არა იმაზე, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ჩემზე ნამდვილად არ აქვს ამ ადამიანს გავლენა. 

[...]

მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. არ ერევა, რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რა დროს ეგაა", - ამბობს ნაყოფია. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" შიდა არჩევნებისთვის ემზადება. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ მოქმედ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად, პარტიული თანამდებობისთვის გიორგი ჩალაძე და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ. ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა მათ ლევან ხაბეიშვილი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი