
გაეროს პირველი ჰუმანიტარული კოლონა გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ჰუმანიტარულმა კოლონამ ხერსონში საკვები, წყალი, სამშენებლო მასალები, საწოლები და მზის ენერგიაზე მომუშავე ფარნები ჩაიტანა.
ომის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებმა ხერსონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა მოახერხეს.
ტვირთი გადასაზიდად 3 დღის წინ იყო მზად, თუმცა გათავისუფლების ოპერაციის ოფიციალურ დასრულებას ელოდა.
გაეროს თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ შემოტანილი დახმარება საკმარისი იქნება ხერსონის 6000 მცხოვრებისთვის. გარდა ამისა, ქალაქის სამედიცინო ცენტრი მომდევნო თვეში 1000-ზე მეტი პაციენტისთვის მედიკამენტებს მიიღებს.