CIA-ს დირექტორი ანკარაში რუსეთის დაზვერვის უფროსს შეხვდა - CNN

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი 14 ნოემბერს ანკარაში თავის რუს კოლეგას, სერგეი ნარიშკინს, შეხვდა.

CNN-ის ინფორმაციით, შეხვედრა ვაშინგტონის ინიციატივით შედგა.

"ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გვაქვს საკომუნიკაციო არხები რუსეთთან რისკების მართვის საკითხებზე, განსაკუთრებით ბირთვულ რისკებზე...

ბილ ბარნსი დღეს ანკარაში იმყოფება, რათა შეხვდეს თავის რუს კოლეგას" -  ამბობს აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ბარნსი "არ აწარმოებს მოლაპარაკებებს" უკრაინის ომის შესახებ -  "ის არ განიხილავს უკრაინაში ომის დარეგულირებას. ის აშუქებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებს და სტრატეგიული სტაბილურობის ესკალაციის რისკებს".

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება "უსამართლოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქეების" საქმეები. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი