
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ხვალ, 15 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.